Share:

მოსწავლეთა III საერთაშორისო კვლევითი სიმპოზიუმი

12 ივნისს თბილისის ბრიტანულმა საერთაშორისო სკოლამ (BIST) და ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ (BGA) ერთობლივად უმასპინძლეს მესამე საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმს. ღონისძიებამ საკუთარი ნაშრომების გასაცნობად პლატფორმა შესთავაზა რვა გამორჩეულ მოსწავლეს, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ 30-ზე მეტი კანდიდატიდან შეარჩია. 

წელს სიმპოზიუმი ხუთ დინამიკურ პანელს მოიცავდა საკითხების ფართო სპექტრიდან (ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, STEM, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები). დამატებით, მოსწავლეებმა წარადგილეს შემოქმედებითი პროექტებიც ლიტერატურაში, სახვით და ვიზუალურ ხელოვნებაში.
სიმპოზიუმის ფარგლებში მოეწყო პანელისტების შემოქმედებითი ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა, რამაც ღონისძიებას დამატებითი ღირებულება შესძინა. 

მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევითი სიმპოზიუმი ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი 14-18 წლის მოზარდებში კვლევითი უნარების ხელშეწყობაა.